LGH-200RVX3-E
LOSSNAY მიწოდება-გაწოვის სავენტილაციო დანადგარები
LGH-200RVX3-E
აღწერა:
LGH-RVXT3-E სერია უზრუნველყოფს სუფთა ჰაერის მიწოდებასა და გამოყენებული ჰაერის გაწოვას, სითბოსა და ტენის რეკუპერაციით.
LGH-200RVXT3-E მოდელის მაქსიმალური ჰაერის ხარჯია 2000 მ³/სთ, ხოლო კორპუსის სიმაღლე მხოლოდ 500 მმ-ია, რაც ამარტივებს მის განთავსებას შეკიდული ჭერის სივრცეში.
ენერგოეფექტური EC ძრავები ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას, ხოლო Dual Barrier საფარი ხელს უშლის ვენტილატორებზე მტვრისა და ცხიმის დაგროვებას.
სტანდარტული ფილტრების კლასი — ISO Coarse 60%; დამატებით ხელმისაწვდომია მაღალი ეფექტურობის ფილტრები.
მიწოდებისა და გაწოვის ვენტილატორების ჰაერის ხარჯი დამოუკიდებლად რეგულირდება 25–100% დიაპაზონში, 5%-იანი ბიჯით.
გათვალისწინებულია სითბოს რეკუპერაციის, ბაიპასისა და ავტომატური მუშაობის რეჟიმები. ბაიპასის რეჟიმში ჰაერის მაქსიმალური ხარჯი შეადგენს რეკუპერაციის რეჟიმის მაქსიმალური ხარჯის 70%-ს.
შესაძლებელია დამოუკიდებელი მუშაობა ან Mr. Slim და CITY MULTI კონდიცირების სისტემებთან ერთობლივი მართვა.
დამატებითი CO₂ სენსორი PZ-70CSW-E ან PZ-70CSD-E უზრუნველყოფს ვენტილაციის ავტომატურ რეგულირებას ჰაერში CO₂-ის კონცენტრაციის მიხედვით.
სადენიანი მართვისთვის გამოიყენება PZ-62DR-EB ან გამარტივებული PZ-43SMF-E პულტი (იყიდება ცალკე).
შესაძლებელია ოთხამდე ერთნაირი LGH-RVXT3-E დანადგარის სინქრონული მართვა Leader–Follower ფუნქციით, შესაბამისი მართვის პულტის გამოყენებით.
LGH-200RVXT3-E მონტაჟდება მხოლოდ ჰორიზონტალურად. ჰაერსადენების მიერთების მიმართულების შეცვლა შესაძლებელია LR Switching ფუნქციით.
გარე ჰაერის −10…−15°C ტემპერატურაზე მიწოდების ვენტილატორი მუშაობს წყვეტილად: 60 წთ ჩართული / 10 წთ გამორთული. −15°C-ზე და უფრო დაბალ ტემპერატურაზე მოქმედებს დამცავი რეჟიმი: 55 წთ გამორთული / 5 წთ ჩართული.


დამატებითი აქსესუარები (იყიდება ცალკე)
PZ-100RF3-E (2 კომპლექტი) — სტანდარტული შემცვლელი ფილტრი, ISO Coarse 60%.
PZ-100RFP3-E (2 კომპლექტი) — მაღალი ეფექტურობის ფილტრი, ePM1 75%.
PZ-70CSW-E — კედელზე დასამონტაჟებელი CO₂ სენსორი.
PZ-70CSD-E — ჰაერსადენში დასამონტაჟებელი CO₂ სენსორი.
PZ-43SMF-E — გამარტივებული სადენიანი მართვის პულტი.
PZ-62DR-EB — სრულფუნქციური სადენიანი მართვის პულტი.
შპს "ინტერლინკი"
კონდიციონერების სისტემების შერჩევა, მონტაჟი, შერჩევა, პროექტირება, დიზაინი, მომსახურება
კონტაქტები:
ელ.ფოსტა: [email protected]
© 2024. ყველა უფლება დაცულია.
ტელ.: +995(32) 256-00-15
მობ.: +995557315757
